გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა (ვიდეო)
გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა (ვიდეო)

A+ A-

13:40 25/05/2020

გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება არ შესულა, თუმცა ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნონია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.