საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ივნისის დასაწყისში აღდგება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ივნისის დასაწყისში აღდგება

A+ A-

16:22 25/05/2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ივნისის დასაწყისში აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ივნისის დასაწყისში განაახლებს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და კორონაპანდემიის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მარტის დასაწყისში შეწყდა.