გასულ დღე-ღამეში, მექსიკაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გასულ დღე-ღამეში, მექსიკაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

A+ A-

12:34 26/05/2020

მექსიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა შეინიშნება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში,  ქვეყანაში ინფიცირების 2 485 და გარდაცვალების 239 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

საერთო ჯამში კი, ვირუსის გავრცელების შემდეგ, იქ დადასტურებულია ინფიცირების 71 105 და გარდაცვალების 7 633 შემთხვევა.

მექსიკა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს გარდაცვლილთა რაოდენობით კი - მეორეს.

„მსოფლიოს ლიდერ“ ქვეყნებს შორის მექსიკა უკვე მეჩვიდმეტე ადგილზეა.

მექსიკა ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბელგია, შვედეთი და იაპონია.

ქვეყანაში ინფიცირებულთაგან 49 890 უკვე გამოჯანმრთელდა,  ხოლო 13 582 კვლავ ებრძვის „უხილავ მტერს“, მათგან 378 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ,  კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ  უხანში,  2019 წელს გამოვლინდა და 21 იანვარს დაადასტურდა, რომ ინფექცია გადამდებია.

მალევე,  30 იანვარს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.  ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. დადასტურებულია ვირუსით ინფიცირების 5 601 285 და გარდაცვალების 348 126 ფაქტი.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 2 381 280 ადამიანი, ხოლო 2 871 879 კვრავ ებრძვის ვირუსს, მათგან 53 166 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მარიამ მაჭარაშვილი