საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობის და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება - ვლადიმერ ზელენსკი
საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობის და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება - ვლადიმერ ზელენსკი

A+ A-

18:50 26/05/2020

თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში.

როგორც ზელენსკი წერს, ის კიდევ ერთხელ უცხადებს მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა.

ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატო-ში სანუკვარი წევრობისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

მე მჯერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნისა. თქვენო აღმატებულებავ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ყოველგვარი წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია ვლადიმირ ზელენსკის მისალოც წერილში.