სალვადორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მსგავსად, პრევენციის მიზნით, "ჰიდროქსიქლოროქინს" სვამს
სალვადორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მსგავსად, პრევენციის მიზნით, "ჰიდროქსიქლოროქინს" სვამს

A+ A-

10:29 27/05/2020

სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით, ჰიდროქსიქლოროქინს სვამს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მე მას პროფილაქტიკის მიზნით ვიყენებ. პრეზიდენტი ტრამპიც პროფილაქტიკის მიზნით იყენებს. ასევე, მსოფლიოს სხვა ლიდერებიც იყენებენ ამ მედიკამენტს პროფილაქტიკის მიზნით“, – განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა.

ბუკელეს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სალვადორი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებას აღარ განიხილავს, თუმცა პაციენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, პრეპარატი მიიღონ.

"1tv.ge"