პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა - გახარია ოპოზიციას
პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა - გახარია ოპოზიციას

A+ A-

13:52 27/05/2020

„უპაუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი ნაადრევია, რადგან არავინ იცის , „როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, სულ რაღაც 2,3, 4 თვეში“.

„მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმა, პოსტკრიზისული გეგმა არის სხვა ისტორია. უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში.

ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე“, - განაცხადა გახარიამ.