დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ - დონალდ ტრამპი
დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ - დონალდ ტრამპი

A+ A-

16:11 27/05/2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ავღანეთში ჩვენ ვიქცევით საპოლიციო ძალებივით და არა საბრძოლო ძალებივით, რაც სინამდვილეში ვართ. 19 წლის შემდეგ დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ. დააბრუნეთ ჩვენი ჯარისკაცები სახლში, მაგრამ ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში ელვისებური დარტყმა მიაყენეთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.