გახარიამ 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის "ხელი და გული" შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გასწია
გახარიამ 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის "ხელი და გული" შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გასწია

A+ A-

13:21 28/05/2020

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის "ხელი და გული" გასწია შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ, რომლებიც ხელისუფლებას კი არ შეცვლის, არამედ პოლიტიკურ სიტუაციას დააბალანსებს, ან სულაც "ოცნებასთან" კოალიციაში შევა. ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ ოპოზიციას, რომლის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, საპარლამენტო არჩევნებში ამ გეგმის განხორციელება გაუჭირდება.

"გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა - კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: "ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა - ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა. ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩევლეს ამ ფონზე გული და ხელი უფრო შუაშიტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ დააბალანსებს ან სულაც კოალიციაში შეუამხანაგდება "ოცნებას" მომავალ პარლამენტში. იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა - დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრავლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ - კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა", - წერს ლაგაზიძე.