დევნილებს ბინები აქამდე უნდა მისცემოდა, "ქართულ ოცნებას" ამისთვის 8 წელი ჰქონდა - მამუკა ხაზარაძე
დევნილებს ბინები აქამდე უნდა მისცემოდა, "ქართულ ოცნებას" ამისთვის 8 წელი ჰქონდა - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

15:19 28/05/2020

ხელისუფლების მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ფინანსების წმინდად წინასაარჩევნოდ გადანაწილებაა. ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები "ქართულ ოცნებას" დიდი ხნის წინ უნდა დაეკმაყოფილებინა და მათ ამისათვის 8 წელი ჰქონდათ.

ხაზარაძე აცხადებს, რომ დევნილებისათვის ამგვარი შეღავათების დაწესება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად არის გათვლილი.