საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა - ახალი კვლევა
საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა - ახალი კვლევა

A+ A-

15:30 28/05/2020

საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა. ამის შესახებ ნათქვამია ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევაში.

გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ინსტიტუტს ენდობა, მეორე ადგილზეა პოლიცია 81%-ით, მესამეზე - მედია 72%-ით, მეოთხეზე - პარლამენტი 63%-ით, მეხუთეზე კი სასამართლო 56%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელთან შედარებით, ყველა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაზრდილია.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია. კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.