საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო
საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო

A+ A-

09:28 29/05/2020

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია, ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა რომ 46 წლის საქართველოს მოქალაქეს პოლიცია მიგრანტების ტრეფიკინგს ედავებოდა.

უახლოეს დღეებში ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზიც. ბრალდებულმა  სიცოცხლე საკუთარი ხელით, პოლიციის დეპარტამენტის დროებით საკანში დაასრულა.