კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი - ბოლნისიდან
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი - ბოლნისიდან

A+ A-

11:14 29/05/2020

"საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 2 ბოლნისს უკავშირდება", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიმ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, რვავე პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი სწრაფი ტესტით დადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, დღეს ცხვირ-ხახის ნაცხი გაკეთდება და „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდება“, -აღნიშნა ეზუგბაიამ.