"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით და სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ ახლა? - ვოლსკი
"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით და სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ ახლა? - ვოლსკი

A+ A-

16:46 29/05/2020

"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით და სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ ახლა?" ,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს უზრუნია ადამიანებზე.

„რაც შეეხება "ნაცკლასტერს", სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში, სადიზმის რამხელა დიაპაზონი იყო, რამდენი ადამიანი არის ამით დაზარალებული და სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა. სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ საერთოდ ? თანხებს რატომ არ აძლევთო და ვისთვის რა თანხა გაქვთ ოდესმე მიცემული, განსაკუთრებით 2008 წელს.

2008 წლის 7-8 აგვისტოს გვიმტკიცებდით, რომ რუსეთი შეტევაზე არ არის გადმოსულიო და აგრესიას ეგ არ ახორციელებსო. 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა და ურნაში გადაიგდო. ამის შემდეგ, რაც მოხდა კარგად ვიცით - არცერთი მოლაპარაკება, გვერდზე დაგვრჩა ის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვკარნახობდნენ და ახლა რაზე მივედით? თურმე ბიძინა ივანიშვილს კიტრი და პომიდორი აინტერესებს, რომ მარნეულიდან იაფად გამოიტანოს და ძვირად გაყიდოს, ეს ხომ ტყუილია. კიდევ რომელი ერთი ტყუილი ჩამოვთვალო?",-განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ოპოზიციაში გადანაცვლებაზე და ამ საკითხსაც ოპოზიციის ტყუილი უწოდა.

"53 საქმე ჩამოვიდა სტრასბურგიდან და ამათი ჩადენილი დანაშაულების გამო, ჩვენ ფული უნდა გადავიხადოთ. ეს ინფორმაციაც გადაიფარა და იცით რითი? რომ პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში მიდის და ყველა ამას კითხულობს მიდის თუ არა გახარია ოპოზიციაში. ყველა საკითხის გადაფარვა ასე მიდის, რომელიც აქტუალურია და ხშირ შემთხვევაში პასუხებია საჭირო.

პიროვნულად არასდროს არ მომიხსენებია ოპოზიციიდან არავინ. გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და თქვა, რომ ჩვენ თურმე ჩვენი მხარდაჭერების სიებს ვადგენთ, რომ მათ დავურიგოთ პროდუქცია. სულ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, უზნეობაა და უზნეობას პასუხი სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტში იმყოფება.