მდინარაძემ გოცირიძის 8 ტყუილი "გააბათილა"
მდინარაძემ გოცირიძის 8 ტყუილი "გააბათილა"

A+ A-

17:40 29/05/2020

საქართველოს პარლამენტში ძალიან ბევრი ტყუილი ისმის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ოპონენტების ის განცხადებები, რომელიც მისივე შეფასებით, სიცრუეა, პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენიმე პუნქტად წარადგინა.

"რაც შეეხება ტყუილებს, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც ამდენი ტყუილი ისმის.

მაგალითად დღეს, ბატონმა რომან გოცირიძემ 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილი თქვა:

1. ვერ მოვისმინე ვერცერთი ზუსტი პასუხი გიორგი გახარიასგან​ ​2. მთავრობა ერთადერთია, რომელმაც მოქალქეებს არ გაუწია არანაირი დახმარება - ეს უკვე ორი თავხედური ტყუილია.

3.სამშენებლო კომპანიების ფულის შოვნის გეგმაზე ისაუბრა რომან გოცირიძემ.

4. ივანიშვილის 100 მილიონს არჩევნებისთვის ინახავთო - ეს სულელური ტყუილია.

5. იყო კითხვა, საერთოდ არსებობს თუ არა, ეს ფულიო - ეს კითხვა მოიცავს ტყუილს იქით რაღაცას, ეს არის გოიმური ტყუილი.

6. საქართველო არის ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში - ეს კი ბოროტი ტყუილია.

7. საქართველოში კერძო ბიზნესი კვდება - ეს გახლავთ მავნებლური ტყუილი.

8. კიდევ საუბრობდით ნათესავებზე, რაც შეთითხნილი ტყუილია.

ამ ყველაფერს კი ტყუილები მისმა კოლეგებმაც დაამატეს და ყველაზე ამაზრზენი ტყუილი, რაც დღეს მოვისმინეთ, იყო ის, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობის" დროს, საქართველოს მოსახლეობას მომავლის იმედი ჰქონდა. რეალობა არის ერთი - შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ იდეალური, მაგრამ ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში ბოროტისა და კეთილის გარჩევა. შავი დღისთვის გადანახული ფული რას ნიშნავს გამაგებინეთ, საიდან მოიტანეთ ეს ტერმინი, ვინ გასწავლათ. ერთი პიარი იცოდით და იმასაც ვეღარ ახერხებთ უკვე. რას ნიშნავს საპენსიო ფული დაურიგეთ ადამიანებსო, ან ევროპის პრაქტიკა არ იცით ან არაფერი გაგიგიათ საერთოდ?", - მიმართა ოპოზიციას მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.