პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაცინეტი გამოჯანმრთელდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაცინეტი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:35 30/05/2020

ბოლო მონაცემებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სულ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენები კი თერაპიულ მიმართებულებაში მკურნალობენ.

კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.