თბილისში 60 წლის კაცი დაჭრეს
თბილისში 60 წლის კაცი დაჭრეს

A+ A-

17:04 31/05/2020

უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

 

დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფება.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.