კახეთში ინფექციის წყარო არ არის – ამირან გამყრელიძე
კახეთში ინფექციის წყარო არ არის – ამირან გამყრელიძე

A+ A-

18:03 31/05/2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთში კორონავირუსის დადასტურების შესახებ – უარყოფს.

მისი განმარტებით,  ინფიცირებული პირი, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის.

წინასწარი ინფრომაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გამყრელიძემ.