რომელი ობიექტები განაახლებენ ხვალიდან მუშაობას
რომელი ობიექტები განაახლებენ ხვალიდან მუშაობას

A+ A-

19:02 31/05/2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი 1-ლი ივნისიდან იხსნება.

ხვალიდან, 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზიები, მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა, ღია სივრცის მქონე რესტორნები.

ხოლო მომავალი ორშაბათიდან, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ცნობისთვის, 29 მაისიდან ყველანაირი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.