დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს – CNN
დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს – CNN

A+ A-

10:34 01/06/2020

თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით,  ბუნკერში  მელანია ტრამპი და  ბარონ ტრამპიც იმყოფებოდნენ, სადაც   მათ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს.

ცნობისთვის, თეთრ სახლთან აქციის მონაწილეები,  აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. მომიტინგეებმა დროშები დაწვეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.