დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს
დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს

A+ A-

14:30 01/06/2020

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. წმი­და ნინო წარ­მო­შო­ბით კა­ბა­დო­კი­ის ქა­ლაქ კო­ლა­სე­დან იყო.

მისი მამა, ზა­ბუ­ლო­ნი საფ­რან­გე­თის გან­მა­ნათ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა. მო­ცი­ქულ­თა სწო­რი ქალ­წუ­ლი ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 323 წელს ჯა­ვა­ხე­თის მთე­ბით შე­მო­ვი­და. მას ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ვა­ზის ჯვა­რი ეპყრა ხელ­ში. წმი­და ნინო ფა­რავ­ნის ტბას­თან ორი დღე შე­ჩერ­და და მე­თევ­ზურ­თა­გან მირ­თმე­უ­ლი საკ­ვე­ბით ძალა მო­იკ­რი­ბა.

და­სას­ვე­ნებ­ლად მი­წა­ზე მი­წო­ლილს ძილ­ში ბრწყინ­ვა­ლე კაცი ეჩ­ვე­ნა, რო­მელ­მაც და­ბეჭ­დი­ლი წე­რი­ლი მის­ცა და უთხრა, რომ წე­რი­ლი წარ­მარ­თთა მე­ფის­თვის მი­ერ­თმია, რად­გა­ნაც ამის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი. წე­რი­ლის თავ­ში რო­მა­უ­ლად იე­სოს სა­ხე­ლი ეწე­რა და, რო­გორც მო­სეს ქვის ფიც­რებ­ზე, ათი სი­ტყვა იყო და­წე­რი­ლი.

ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, წმი­და ნი­ნოს ქა­და­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად 326 წელს გა­მო­ცხად­და. ამ დროს სა­მე­ფო ტახ­ტი მეფე მი­რი­ან­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ეპყრათ.

ცნობისთვის, წმი­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 1(19) ივ­ნისს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა აღი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო 27(14) იან­ვარს - მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს.