აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს
აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს

A+ A-

14:34 01/06/2020

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს,  4 ათასამდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ  CNN ავრცელებს. აქციები, რომელიც  არეულობაში გადაიზარდა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

ქვეყანაში განვითარებული პროცესების გამო, ამერიკის 25 ქალაში, მათ შორის ვაშინგტონში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დემონსტრანტები  მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.