კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა
კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა

A+ A-

16:31 01/06/2020

კიევში, ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო მონასტერში კარანტინი გამოცხადდა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში საერთო ჯამში კორონავირუსის 24,012  შემთხვევაა გამოვლინდა, საიდანაც 9,690 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.  ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.