წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს - ილია მეორე
წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს - ილია მეორე

A+ A-

18:07 01/06/2020

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, ის წმინდა ნინოს იცნობს, რადგან წმინდა ნი მან ცხადად ნახა. ამის შესახებ პატრიარქმა, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

"წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია. მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე:

- ირაკლი!

-რა მეთქი?

-და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო.

-ვინა მეთქი

-და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო.

სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა". - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით წმინდა ნინო საქართველოს განსაკუთრებული მფარველია.

"წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება", - თქვა პატრიარქმა.