სოფელ ვერხვიანში 70 წლამდე ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და გარდაიცვალა
სოფელ ვერხვიანში 70 წლამდე ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და გარდაიცვალა

A+ A-

18:26 01/06/2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ვერხვიანში, 70 წლამდე ქალი პურის ცხობისას, ანთებულ თონეში ჩავარდა.

ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა მისი დახმარება დროულად ვერ შეძლეს, რის გამოც ქალი მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"Imedinews"