კორონავირუსით ინფიცირებული ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს
კორონავირუსით ინფიცირებული ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს

A+ A-

19:08 01/06/2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერსა და მის ოჯახს გამოჯანმრთელება უსურვა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 24 ივნისამდე გამოჯანმრთელდება და გამარჯვების დღის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრებას შეძლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსითდაინფიცირდნენ.