ნუცუბიძეზე აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი
ნუცუბიძეზე აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი

A+ A-

00:14 02/06/2020

ამაშუკელის ქუჩაზე ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი, რომელიც  სავარაუდოდ, კომპანიის თანამშრომელია, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, დაშავებულს საშუალო სიმძიმის დაზიანებები ჰქონდა და კონტაქტური იყო. 

მისივე თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და აფეთქების საფრთხე არ არსებობს. 

ნუცუბიძის პლატოზე ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.