არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს - სერგი კაპანაძე
არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს - სერგი კაპანაძე

A+ A-

13:40 02/06/2020

მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირება და შეთანხმება პირველ ტურში მოხდეს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით , მეორე ტურში  ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი ისედაც უნდა დაუჭირონ. 

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხება ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, შეიძლება იყოს კანდიდატების არდაყენება, შეიძლება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს.

ამიტომ, ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული, არ მგონია, სწორი იყოს. პირველ ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინირება ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა უნდა იყოს", - განაცხადა კაპანაძემ