ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია - გრეგ პოპოვიჩი
ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია - გრეგ პოპოვიჩი

A+ A-

15:42 02/06/2020

ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია. ასე გამოეხმაურა „სან ანტონიო სპურსის“ მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით ტრამპი მშიშარაა და თეთრ სახლში იმალება.

“ტრამპი არეულია თავის აზრებში და უფრო მეტიც. ის ანგრევს ქვეყანას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია ღიად თქვას – BLACK LIVES MATTER. სწორედ ამიტომ, ის იმალება თეთრ სახლში. ის მშიშარაა. ვფიქრობ, ასეთ დროს უმჯობესია ის სრულ იგნორში ვამყოფოთ. ის სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია",-განაცხადა პოპოვიჩმა.

ცნობისთვის, დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.