მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება?
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება?

A+ A-

15:55 02/06/2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.
ამის შესახებ ინფორმაციას „Украина. Мир. Новости“-ის უკრაინის ყოფილ დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააკაშვილი დიდი ნდობით სარგებლობს პრეზიდენტ ზელენსკის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ორგანიზებულ დანაშაულთან, ბანდებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.

უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, არსენ ავაკოვის მთავარ შემცვლელად სწორეს სააკაშვილი მოიაზრება და ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი სერგეი ლეშენკოც ადასტურებს.

ლეშენკოს თქმით, სააკაშვილი დიდი ხანია განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

”ჩემი წყაროების თანახმად, ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სააკაშვილის ავაკოვის შემცვლელად განიხილავდა“, - თქვა ლეშენკომ. მისივე თქმით, გონჩარუკი რამდენჯერმე დაემუქრა ავაკოვს გადაყენებით და იგი განაწყენებული იყო მასზე.

როგორც გამოცემა იუწყება, დღეს ავაკოვს წინააღმდეგობა აღარ შეუძლია. პრეზიდენტი ზელენსკი კი, პირადად მხარს უჭერს მის გადადგომას და სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვან სამინისტროს სააკაშვილი უხელმძღვანელებს.