ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

A+ A-

18:01 02/06/2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, რა დროსაც 60 წლამდე ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.