"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს - ირაკლი კობახიძე

A+ A-

18:19 02/06/2020

2020 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როგორც მაჟორიტარებზე, ასევე პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაწყებულია, მუშაობა. ამ ყველაფრის შედეგები ცნობილი

გახდება, მაჟორიტარების ნაწილში ალბათ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციული სიის პრეზენტაციას კი, სავარაუდოდ, სექტემბერში მოვახდენთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "2020NEWS"-მა ექსკლუზიურად გაარკვია ინფორმაცია გარკვეულ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიად შალამბერიძე, დიმიტრი ხუნდაძე, პაატა კვიჟინაძე და დავით სონღულაშვილი.