ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 83 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 83 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

A+ A-

11:11 03/06/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 83 წლის პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძიმ განაცხადა.

ენდელაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა.

კლინიკაში კოვიდინფიცირებული 55 პაციენტი რჩება, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ექიმების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. მათ გართულებები არ აღენიშნებათ.

საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.