ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა

A+ A-

12:14 03/06/2020

როგორც ამერიკული მედია წერს, პოლიციელი რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა მუშაობდა მინეოლანას პოლიციაში 18 წლის განმავლობაში და მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს ძალიას არაპროპორციულ გამოყენბასა და გადამეტაბაზე პოლიციის ხელმძღვანელობა რეგულარულად განიხილავდა. ამას ადასტურებს არასამთავრობო ორგანზაცია “საზოგადოება პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ” მიერ შექმნილი, მინესოტაში მომუშავე მოძალადე პოლიციელების ბაზა.

მკვლელ პოლიციელ შოვინს, სასამართლომ ბრალი წაუყენა მკვლელობის მუხლით და ის პატიმრობაში იმყოფება. მისმა მეუღლემ კელიმ განქორწინება შეიტანა და სამძიმარი გამოუცხადა ფლოიდს ოჯახს.

აღსანიშნავია რომ, გარდაცვლილი ფლოიდი დაპატიმრებისას პოლიციელს სთხოვდა “მე ვერ ვსუნთქავ”. ეს არის ფრაზა(I can’t breathe ), რომელიც წარწერებზე ჩანს აშშ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

პოლიციელი შოვინი უსაფრთხოების სააგენტოშიც მუშაობდა, ფლოიდიც იგივე საქმიანობით იყო დაკავებული, ამიტომ შესაძლებელია, რომ ორივე მამაკაცი ერთმანეთი წარსულიდან იცოდა. “ისინი ყველაზე ცოტა ერთხელ მაინც მუშაობდნენ ერთ ცვლაში” განუცხადა ლოს ანჯელესისი ტელვიზიის ჟურნალისტს El Nuevo Rodeo ბარის მფლობელმა, რომელის თქმითაც, შოვინი ხშირად იყენებდა წიწაკის სპრეის და აგრესიულობით გამოირჩეოდა.

წყარო: genews.eu