პენტაგონმა ვაშინგტონში 1600 სამხედრო გაგზავნა
პენტაგონმა ვაშინგტონში 1600 სამხედრო გაგზავნა

A+ A-

13:16 03/06/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, პენტაგონმა ვაშინგტონის შემოგარენში დაახლოებით 1 600 სამხედრო გააგზავნა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა.

„სამხედროები ვაშინგტონის აგლომერაციაში მდებარე სამხედრო ბაზებზე არიან განლაგებულნი და არა თავად ვაშინგტონში. ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების ოპერაციებში არ მონაწილეობენ“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, შტატებში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.