მუმბაის ციკლონი "ნისაგრა" უახლოვდება - დაწყებულია მოსახლეობისა და 150 კოვიდინფიცირებულის ევაკუირება
მუმბაის ციკლონი "ნისაგრა" უახლოვდება - დაწყებულია მოსახლეობისა და 150 კოვიდინფიცირებულის ევაკუირება

A+ A-

16:19 03/06/2020

ინდოეთის ქალაქ მუმბაის ციკლონი „ნისაგრა“ უახლოვდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალაქს მსგავსი მასშტაბის სტიქია დაატყდება თავს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ციკლონის გამო, ათი ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ევაკუირებულ მოქალაქეებს შორის 150 კოვიდინფიცირებული პაციენტიცაა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან თავიანთი სახლები, მოამზადონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნაკრებები, საჭირო დოკუმენტები და ნივთები კი წყალგაუმტარ კონტეინერებში შეინახონ.

მუმბაიში 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და ფინანსური ცენტრია.

ციკლონის გამო, მუმბაიში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.

აღსანიშნავია, რომ მუმბაიში კორონავირუსის 40 000 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 1400 მოქალაქე.