ხელისუფლება რაღაც უგუნურ თამაშს ეწევა და მძევლად ჩაიტოვა გიორგი რურუა - რომან გოცირიძე
ხელისუფლება რაღაც უგუნურ თამაშს ეწევა და მძევლად ჩაიტოვა გიორგი რურუა - რომან გოცირიძე

A+ A-

18:35 04/06/2020

ოპოზცია საკონსტიტუციო განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც 8 მარტის შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული. ამის შესახებ ფრაქცი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ განმარტა ხელისუფლება „უგუნურ თამაშს“ თამაშობს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს.

"ხელისუფლება რაღაც უგუნურ თამაშს ეწევა. მძევლად ჩაიტოვა გიორგი რურუა. გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, დროებით შეწყდა სასამართლო პროცესები, არადა ყოველკვირა დაატარებდნენ სასამართლოში მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ავთო წერეთელს, ნიკა გვარამიას და ა.შ. სასამართლომ შუშის სასახლიდან სიგნალი მიიღო, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესები, ვინაიდან, შეთანხმება ასეთი იყო - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება.

ახალა, ჩვენ ველოდებით ამ შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და მთავრობა, რატომღაც ამუხრუჭებს. რა ჩანაფიქრებია და რას ეშმაკობენ ვერ გავიგეთ. დაიწყო საკონსტიტუციო განხილვები, ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ. ამიტომ,რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრასა და განხილვებში, თუ მთლიანად შესრულდება შეთანხმება.

შეთანხმების სანახევროდ შესრულდება არ არსებობს. თუ ოპოზიციის გარეშე იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება სანახევროდ შეასრულა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც ქართველი ამომრჩეველს, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე,მთლიანად დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" " , - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წამომადგენლების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად თუ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას, პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გუდის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, თუმცა შესაზლოა მაინც ჩავარდეს ვინაიდან ოპოზიციის ნაწილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება სურთ, რასდგან საერთო მაჟორიტარებზე ვერ თანხმდებიან.

შეგახსენებთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყო.

ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებომდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

საარჩევნო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება;

მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს 30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში; მოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.