სოფელი ყაურმა შესაძლოა, საკარანტინო ზონად გამოცხადდეს
სოფელი ყაურმა შესაძლოა, საკარანტინო ზონად გამოცხადდეს

A+ A-

12:41 05/06/2020

„ფორმულას“ ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ყაურმა საკარანტინო ზონად ცხადდება. სამცხე ჯავახეთი მწვანე ზონად ითვლებოდა, თუმცა გუდაურის საკარანტინე ზონაში ორი პაციენტის ანალიზის პასუხი აერიათ და კოვიდ-19ით ინფიცირებული პაციენტი გაუშვეს.

შეცდომით გაშვებული პაციენტი სწორედ სოფელ ყაურმაში იმყოფება. მას ასზე მეტი კონტაქტი ყავს. სახელმწიფო უწყებები სოფლის ჩაკეტვის ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ყაურმაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და რამდენიმე ადგილობრივი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სოფლის დაკეტვაზე არაფერი უთქვამთ. ახალ შემთხვევებს რაც შეეხება, გუშინ ერთ ადამიანს სისხლი აუღეს, 4 სოფლიდან გადაიყვანეს. 1 ჯერ ისევ საავადმყოფოშია“, - განაცხადა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა.