"რატომ არ ვარ ქოცი?" - ორკესტრირებული ანტისახელისუფლებო აქცია "ფეისბუქში" დღეიდან იგეგმება
"რატომ არ ვარ ქოცი?" - ორკესტრირებული ანტისახელისუფლებო აქცია "ფეისბუქში" დღეიდან იგეგმება

A+ A-

14:23 05/06/2020

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ საინფორმაციო კამპანიას სოციალურ ქსელში აანონსებს.

როგორც ფეისბუქის ჯგუფის, " ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსის" ადმინი თამარ ბუჩუკური წერს, დღეს, 20:00-ზე იწყება კამპანია "რატომ არ ვარ ქოცი?".

კამპანია გულისხმობს, რომ ყველა იმ ადამიანმა ვინც "ქართული ოცნების" მომხრე არაა, სოციალურ ქსელში მოკლედ უნდა დაწეროს, თუ რატომ არ უჭერს მხარს მმართველ გუნდს.

საგულისხმოა, რომ ეს საინფორმაციო კამპანია ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პროცესს.

"მეგობრებო! იმის გამო, რომ არჩევნებამდე დრო ძალიან ცოტაა და საინფორმაციო ომი მნიშვნელოვანია, ყველა უნდა ჩავერთოთ.

რას ფიქრობთ, დავიწყოთ დღეს, 20 საათზე კამპანია - რატომ არ ვარ ქოცი?.. ორკესტრირებულად, ყველამ დავწეროთ ჩვენს კედლებზე, სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტით. დიდი პოსტებისგან თავი შევიკაოთ, არ კითხულობს ხალხი და აზრს კარგავს.

ვინც ეთანხმებით ამ წამოწყებას გთხოვთ, დაპლიუსდით კომენტარების ველში.

მიზანია, ბევრ შუაშისტს და ქოცს ხმა მივაწვდინოთ. რატომ არ უნდა ხაზონ არჩევნებზე 41-48-ებ", - წერს ბუჩუკური.