ოპოზიციაში მომგებიანი კანდიდატები უკვე განხილულია - გიგა ბოკერია
ოპოზიციაში მომგებიანი კანდიდატები უკვე განხილულია - გიგა ბოკერია

A+ A-

16:49 05/06/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 6 ოლქში როგორ განაწილდება ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, მალე გახდება ცნობილი , თუ  ამ პროცესს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ შეუშალა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს და ჯერ შეთანხმების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს, თუ რამდენი მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მის პარტიას.

ბოკერია აცხადებს, რომ თბილისის ნაწილში ყველა ის კანდიდატი იქნება განხილული, ვინც ელექტორალურად  მომგებიანია  და ამასთანავე, დასძენს, რომ „ევროპული საქართველოს“ თბილისის გარდა, სხვა საკვანძო რეგიონებშიც  გონივრული შეთანხმების“ მომხრეა.

„არ დავაკონრეტებ,  რამდენი ადგილი უნდა ჰქონდეს „ევროპულ საქრათველოს“, ვინაიდან არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ეს არ იქნება კორექტული პარტიორების მიმართ.

არ გიპასუხებთ ევროპულ საქართველოსერთი ოლქი უნდა ეყოს თბილისში თუ ორი.  გააჩნია კანდიდატებს,  წინა არჩევნების შედეგებსა და კვლევებს.

ოლქების მიხედვით,  წინა საპრეზიდენტო არჩევნები არის პარტიების შედეგი და იქ უნდა დათვალო დამატებით გარდა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, სხვა კანდიდატებს რა ხმები ჰქონდათ. ეს კომბინაციაც მნიშვნელოვანია.  ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და ძალიან მალე მორჩება.

თუ რამე არ აირია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს პროცესი ძალიან მალე მორჩება და ჩემი აზრით, ყველანი ძალიან გონივრულ კომპრომის ვიხილავთ, რომელიც პერსონებსა და პარტიებზე იქნება აგებული“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე ეთანხმება თუ არა „რესპუბლიკური პარტიის“  ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიერ, თბილისის ოლქების ამგვარ გადანაწილებას: ენმ - 2, ევროპული საქართველო - 2 , ლელო - 2,  ლეიბორისტები -1 , ალეკო ელისაშვილი - 1,  ბოკერია პასუხობს:

„ბატონი დავითის ამ ფორმულას დისკუსიის ბოლო ფაზაში გავითვალისწინებთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ასე იქნება, იმიტომ, რომ ბევრი მოთამაშეა და სწრაფად უნდა დასრულდეს. პრინციპად მინდა იყოს -  მრავალფეროვნება.

იმ მრავალფეროვნების მეტნაკლებად ასახვა უნდა მოხდეს, რაც არსებობს ამომრჩეველში. მე დარწმუნებული  ვარ, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნება , თუ რამე არ აირია.

გონივრულია ის, რომ ისეთ კომრომისზე წახვიდე ქვეყნისთვის და შენთვის, როგორც მსხვილი პარტიისათვის იყოს მომგებიანი. თუ მოგება უნდა ვინმეს, ნაკლები რისკებით უნდა მივუდგეთ.

120 არის პროპორციული და კონკურენციაში ვიქნებით ვინ მეტ ხმას მიიღებს, ხოლო 30-დან საკვანძო ოლქებში ისე უნდა დავლაგდეთ, რომ ქვეყნის რისკები შემცირდეს და პირველ ტურში  გამარჯვება მოვიპოვოთ.

ყველა ის ფიგურა ვინც ელექტორალურად იქნება მომგებიანი, არის განხილული. მერე ვინ რა ბლოკში შევა, სხვა საკითხია.

,ლელოში“ არის რამდენიმე ფიგურა, რომელთა ცნობადობა არის მაღალი და ყველა მათგანი ჩემთვის არის განხილვადი“, - განაცხადა ბოკერიამ.