საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა

A+ A-

22:49 21/10/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.

ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში – 2835 ლარის ოდენობით.

გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.