გურჯაანში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს
გურჯაანში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

A+ A-

22:54 21/10/2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი მოკლეს.

მამაკაცის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს სხეულისა და თავის არეში მრავლობითი, ბლაგვი საგნით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 54 წლის ლადო ქევხიშვილია. იგი მოხუც დედასთან ერთად  ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა მამაკაცი ჯერ დააბეს შემდეგ კი, სახის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენეს. წაღებულია 20 000 ლარი, რომელიც ლადო ქევხიშვილს ტრაქტორის შესაძენად ჰქონდა შეგროვებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და  ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს