მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო
მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო

A+ A-

15:15 22/06/2020

კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო. ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ან ბილეთის მომავალი წლის კონცერტისთვის შენახვაა შესაძლებელი.

მათთვის, ვისაც ბილეთების დაბრუნება სურს, Black Sea Arena-ს ვებგვერდზე სპეციალური ღილაკი გააქტიურდა და დაბრუნების სერვისით 20 სექტემბრის ჩათვლით ისარგებლებენ. თუ მითითებულ პერიოდში ბილეთის თანხის დაბრუნება არ მოითხოვეთ, ეს ნიშნავს, რომ ის მომავალი წლის კონცერტისთვის შეინახება.