ალეკო ელისაშვილის ხმა ბიძინა ივანიშვილის ხმაა - თამარ ჩერგოლეიშვილი
ალეკო ელისაშვილის ხმა ბიძინა ივანიშვილის ხმაა - თამარ ჩერგოლეიშვილი

A+ A-

12:27 24/06/2020

ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუგებს, თუ მსხვილ ოპოზიციურ ძალებთან არ შევა კოალიციაში და რადგან კოალიციაში არ შედის, მისი ხმა ბიძინას ხმაა. ამის შესახებ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საბურთალოს მაჟორიტარად გამარჯვებაში ელისაშვილს თავის დროზე "ქართული ოცნება" დაეხმარა.

"ელისაშვილმა საბურთალო როცა მოიგო, მაშინ „ქართული ოცნება“ ეხმარებოდა. ეს არის სიმართლე და იცის თვითონაც და „ქართულმა ოცნებამაც“. როცა არ ეხმარებოდა „ოცნება“ - თვითონ 17 პროცენტი აიღო მერის არჩევნებში. მისმა კანდიდატმა - 6 პროცენტი შუალედურ არჩევნებში. ანუ ახლაც, თუ რამის მოგება უნდა, ვიღაც უნდა დაეხმაროს. მითუმეტეს სისტემა თითქმის პროპორციულია და სხვანაირად არ გამოვა. თუ ეს ვიღაც არ არის ოპოზიცია, რომელთანაც შემდეგ კოალიციურ მთავრობას შექმნის - გასაგებია, რომ ბიძინასთან კრავს. ეს ძალიან იოლი ასახსნელია ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ძალიან გამართულად ლოგიკურია. ასეც ვიზამთ ცხადია - უნდა ავუხსნათ საპროტესტო ელექტორატს, რომ მათემატიკური შანსი არ არსებობს, ელისაშვილმა ბიძინას მოუგოს - თუ კოალიციაში არ შედის მსხვილ ოპოზიციურ ძალებთან.  და რადგან არ შედის - მისი ხმა, ბიძინას ხმაა. P.შ. ერთადერთი იმას ვდარდობ, თავზარი არ დაეცეს რიჟაზე რომ დაუდასტურდება, ცოდვაა თავზარისთვის", - წერს ჩერგოლეიშვილი.