რა წერილი გამოაგზავნა გიორგი რურუამ ციხიდან?
რა წერილი გამოაგზავნა გიორგი რურუამ ციხიდან?

A+ A-

17:21 24/06/2020

"საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია", - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მფლობელი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს და საპატიმროდან მის ოპოზიციონერ მეგობრებს მიმართავს.

"მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე
პოლიტპატიმარი გ.რურუა", - წერს რურუას.