კალაძეს თავად მოუწევს გამოქანება, ოღონდ რას დაასკდება ღმერთმა იცის - ჭიჭინაძე
კალაძეს თავად მოუწევს გამოქანება, ოღონდ რას დაასკდება ღმერთმა იცის - ჭიჭინაძე

A+ A-

16:36 25/06/2020

„კახა კალაძე არის კორუმპირებული! მისი საქმიანობა ბევრ ტომებს დაიტევს მომავალში", - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" დამფუძნებელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კალაძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" იმდენად ორგანულია, რომ დედაქალაქის მერი დღეს მათ ხელწერას აგრძელებს.

"ის „ნაცმოძრაობის“ იმდენად ორგანული წევრი იყო, ფაქტია დღესაც მათ რიტორიკას, მათ ხელწერას აგრძელებს, როგორც საზოგადოების, ასევე მედიასთან მიმართებაში. ასეთი საქციელით კი, ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას იზღუდავს, იმიტომ რომ არც ხელისუფლებაში იქნება და არც ძალაუფლება ექნება მუდმივად მან ეს უნდა იცოდეს.

მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნებაც“ და კალაძეც დღეს სიცრუესთან არიან ასოცირებული, რადგან არც ერთი მათ მიერ გაცემული დაპირება არ შესრულებულა და თუ გონიათ, რომ მსგავსი სიძულვილის ენით, ოპონენტებთან მიმართებაში, ქვეყანას ისევ ორპოლუსიანად აქცევენ, ძალიან ცდებიან.

მოკლედ, კალაძემ, მთაწმინდაზე რომ მიუთითა ადამიანებს გამოექანეთო, მემგონი თავად მოუწევს, ოღონდ რას დაასკდება ღმერთმა იცის", - განაცხადა ჭიჭინაძემ.