"იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი ბავშვების დედებო, სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ?..."
"იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი ბავშვების დედებო, სახლში  რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ?..."

A+ A-

13:15 26/06/2020

"იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების დედებო,სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ?... თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად - თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ", - ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი, გამომცემლობა „სახელების“ მთავარი რედაქტორი ნანა აკობაძე სოციალურ ქსელში წერს და 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეში ფიგურანტი მოზარდების მშობლებს მიმართავს.

"დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი. მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს მომკვდარიყო - მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა. მშობლისთვის ალბათ, ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ისეთი ვერსია გამოიკვეთოს, რომლითაც დადასტურდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და მის შვილს სიკვდილის წინ ძალიან არ ტკენია, არ გამწარებულა... სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ. მაგრამ ძალიან ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე.. იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი შვილი ახლა შორსაა, მესინჯერით ვკონტაქტობთ და ხო- ს რომ.მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან?? თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად - თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ. ამასაც გისამძიმრებთ!", - წერს აკობიძე.

შეგახსენებთ,19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

დღეს ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.