"მოკლულის მშობლები თუ ცოტა ხმამაღლა მოითხოვენ მკვლელების დასჯას, სიბრიყვით შეიარაღებული ბრბო, მათვე გამოიყვანს "სახელმწიფოს მტრებად"... - ნათია ფანჯიკიძე
"მოკლულის მშობლები თუ ცოტა ხმამაღლა მოითხოვენ მკვლელების დასჯას, სიბრიყვით შეიარაღებული ბრბო, მათვე გამოიყვანს "სახელმწიფოს მტრებად"... - ნათია ფანჯიკიძე

A+ A-

14:10 26/06/2020

"მოკლულის მშობლები თუ ცოტა ხმამაღლა მოითხოვენ მკვლელების დასჯას, ტროლები, ბოტები, ფსევდონიმის ქვეშ მიმალული თუ საკუთარი სახელით და ამაყი სიბრიყვით შეიარაღებული ბრბო, მათვე გამოიყვანს "სახელმწიფოს მტრებად"... ამდენი სათნოებით გაჟღენთილ გარემოში რანაირად კლავენ 19 წლის ბიჭებს?", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.

"სადაც მთავარი დამნაშავე თავად სახელმწიფო ინსტიტუციებია მუდმივად, არჩევნებს კრიმინალების დახმარებით იგებენ, პოლიცია შეკვეთით აპატიმრებს ხალხს, პროკურატურა ცრუ ბრალდებას აყენებს როცა უბრძანებენ, სასამართლოც იგივე ... "გვებლატავებიან” არა მხოლოდ მთავრობის და პარლამენტის წევრი, თანამდებობით მოყოჩაღებული "ძველი", შიგადაშიგ ცოტა ახალგაზრდა და უმეტესწილად, ბებერი ბიჭები, "გოგოებიც" შიგადაშიგ... ტროლების არმიით გვიტევენ და დეზინფორმაციით გვიტენიან ცარიელ თავებს, ეკლესიის ზოგიერთი მსახურიც კი მუქარის ენით ლაპარაკობს იმის ნაცვლად, სიყვარულს, დანდობას, პატიებას ემსახურებოდეს ამ ნატანჯ ქვეყანაში... მუშტებს იქნევენ ჟურნალისტები, იწყევლებიან, იფურთხებიან და იგინებიან ხაზგასმით პატიოსანი, "ოჯახიშვილი" ქალები, "ძალიან მორალური", ძირითადად სხვისი უკანალის თემაზე კვალიფიცირებული კაცები.. და თუ მოკლულის მშობლები ცოტა ხმამაღლა მოითხოვენ მკვლელების დასჯას, ტროლები, ბოტები, ფსევდონიმის ქვეშ მიმალული თუ საკუთარი სახელით და ამაყი სიბრიყვით შეიარაღებული ბრბო, მათვე გამოიყვანს "სახელმწიფოს მტრებად". ხოდა, ძალიან მიკვირს, ამდენი სათნოებით გაჟღენთილ გარემოში რანაირად კლავენ 19 წლის ბიჭებს?", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. დღეს ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.