გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა “კაცურ კაცებად”! - ბაია პატარაია
გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა “კაცურ კაცებად”! - ბაია პატარაია

A+ A-

14:25 27/06/2020

“გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად”!”,-ასე ეხმაურება უფლებადამცველი ბაია პატარაია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში.

”თუ გინდათ, რომ 19 წლის ბიჭებს გადაბრუნებული სიტყვის გამო არ კლავდნენ, მოსპეთ მაჩოიზმი (ტოქსიკური მასკულინობა); მიეცით „კაცურ ღირსებას” ადამიანური და არა მამლაყინწური შინაარსი; გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა „კაცურ კაცებად”!

საერთოდ, გადაიაზრეთ „კაცობა”. სანამ „კაცობა” ნიშნავს გაფხორილ ინდაურობას, „ვისსსაა, ბიჭჭჭო?!”-ს, უაზრო ბრექიაობას, აგრესიულობას, ძალადობას და ჩაგვრას, მანამდე კუბოში გვეყოლებიან „კაცური კაცობის” გამო დახოცილი ბიჭები.

ფემინიზმი გჭირდებათ კაცებს!

ფემინიზმი კაცებს კი არ ებრძვის, არამედ მაჩოობას და აგრესიულ მასკულინობას. კაცი ადამიანი უნდა იყოს ჯერ და არა უტვინო და აფოფრილი, უკონტროლო და აგრესიული არსება, რომელსაც რუდუნებით ეძახით „კაცურ კაცს”.

გადააფასეთ „კაცობის” მნიშვნელობა კაცებმა და ყველას გვეშველება.”- წერს ბაია პატარაია.