საამაყო მამის საამაყო შვილი - მათიკაშვილმა ბერა დაიცვა და ჟურნალისტებს "პოლიტმეძავები" უწოდა
საამაყო მამის საამაყო შვილი - მათიკაშვილმა ბერა დაიცვა და ჟურნალისტებს "პოლიტმეძავები" უწოდა

A+ A-

11:40 28/06/2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი Facebook-ზე მმართველი გუნდის ლიდერის შვილს, ბერა ივანიშვილს სტატუსს უძღვნის.

დეპუტატი Fაცებოოკ-პოსტში ბერა ივანიშვილს "საამაყო მამის საამაყო შვილად" მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილმა "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრმა, ბერაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ "პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები" უწოდა.

"ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები! გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!" - წერს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" მოამზადა სიუჟეტი, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს ჰქონდეს კავშირი.

წყარო: ფორმულა