იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ითხოვს
იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ითხოვს

A+ A-

15:22 28/06/2020

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ნინო ნარუშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილი ემიგრანტის შვილის, თათია გაბიჩვიძის ინფორმაციით, ცხედარი, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.

გარდაცვლილის ოჯახი ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ, თუმცა როგორც შვილი აცხადებს, მიიღეს მხოლოდ საბუთები, მაგრამ თავად ცხედარი თვითმფრინავში არ იყო.

გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას თურქულ ავიაკომპანიას აკისრებს, რომელმაც სპეციალური რეისი იტალიიდან გაანახორციელა

თათია გაბიჩვიძს ინფორმაციით, იტალიიდან წამოსული ავიარეისი, ჯერ თურქეთში დაეშვა, თურქეთიდან კი სამშობლოში სხვა რეისით უნდა გადმოესვენებინათ ცხედარი, თუმცა, მისივე თქმით კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, ცხედარი თურქეთშივე დარჩათ.

კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახი საქმის კურსში არ ჩააყენა და სატელეფონო საუბრისას შვილს კომპანიისგან განემარტა, რომ ადგილი არ აღმოჩნდა მიცვალებულისთვის და ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა. თურქეთიდან საქართველოში, მომდევნო სპეცრეისი 2 ივლისს უნდა განხორციელდეს, თუმცა ოჯახი ითხოვს ცხედრის უფრო ადრე გადმოსვენებას.

52 წლის ნინო ნაროშვილი 10 წელი იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. ის 4 ივნისს, რამდენიმეხნიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.